1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ნევროლოგიური სტატუსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ერთი თვის წინანდელთან შედარებით, თუმცა, წონა დაკლებულია კიდევ მეტად, - ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„დიდი ხანია ამ ეტაპზეა, რომ პროგნოზირება ძალიან ძნელია - ხანდახან ძვრებია, ზოგჯერ იმატებს წონაში, ზოგჯერ ისევ პრობლემებია, ძალიან კომბინირებული და რთული სამართავი პაციენტია. მისი მკურნალობა ამ კლინიკაში აღარ უნდა გაგრძელდეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ ჯობია წავიდეს და იქ იმკურნალოს, ესენი ფიქრობენ, რომ სხვაგან, ან სხვანაირი ტიპით გაგრძელდეს მისი მკურნალობა. წონაა ძალიან მნიშვნელოვანი ახლა, წონას მოჰყვება მერე ყველაფერი“, - აღნიშნა წულაძემ.
„ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი იმყოფებოდა.