ევროსაბჭოს სამედიცინო მისიის წევრები კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდნენ

ვივამედი

ევროპის „სახალხო პარტიის“ ორგანიზებით, სამედიცინო მისიის 6-კაციანი დელეგაცია დღეს დილიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულებებიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი პაციენტები, მათ შორის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სამედიცინო მისიის წევრებმა პატიმრები, მათ შორის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულეს და დეტალურად გაეცნენ პენიტენციური სამსახურიდან გადმოყვანილი პაციენტების ავადმყოფობის ისტორიებს, სამედიცინო დასკვნებს, კვლევებსა და დანიშნულებებს.

„გაეცნენ ავადმყოფობის ისტორიებს, გაეცნენ ყველა კვლევის შედეგებს, რაც მოითხოვეს, ყველაფრის საშუალება ჰქონდათ, რომ ენახათ. მათ შორის, სამედიცინო დასკვნაც, დანიშნულებაც, კვლევებიც და ასე შემდეგ. ყველა პატიმარი მოინახულეს“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.