1733169705
რას ამბობდა კორონავირუსზე ლექტორი, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა
სდასუ-ს ასოცირებული პროფესორი, თინათინ ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა, ის კორონავირუსს ემსხვერპლა.
ზალდასტანიშვილის სოციალურ ქსელში სტუდენტები და კოლეგები ემშვიდობებიან.
გარდაცვლილის ოჯახის წევრი აქვეყნებს წინა წელს ჩაწერილ ვიდეოს, სადაც ლექტორი საკუთარ ძმის შვილს დაბადების დღეს ულოცავს და კორონავირუსზე საუბრობს.
„ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრების წესი, მოწოდება, ხასიათი, ბუნება - სხვებზე ზრუნვაა.. იშვიათად არსებობენ, მაგრამ არიან. ზუსტად ასეთი იყო ჩემი თიკო, ჩემი უსაყვარლესი მული, უფროსი მეგობარი და ჩემი ოჯახის დიდი გულშემატკივარი. ძალიან მიჭირს წარსულ დროში მასზე საუბარი, მაგრამ დღეიდან ასე მომიწევს... ეს ვიდეო ახლა ვიპოვე, შარშან, ამ დროს, ჩემს მარის გამოუგზავნა, დაბადების დღეზე - ვიდეო მილოცვა. უცრემლოდ ამის მოსმენა არ შემიძლია! წუხელ დაგვტოვა ჩვენმა „დიდმა თიკომ“, ჩემი „პატარა თიკოს“ სეხნიამ, ჩვენი ოჯახის სულმა და გულმა, მუდამ საიმედომ და ერთგულმა ადამიანმა. არ ვიცი, როგორ გავუმკლავდებით ამ დანაკარგს.
ნათელში იყავი, ჩემო ძვირფასო“, - წერს ირმა მალაციძე ვიდეოს აღწერაში.
ნახეთ ვიდეო