„რამდენიმე თვის წინ, ვისაუბრე მის გარდაცვალებაზე...“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

გოგა მანია

 საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი, გოგა მანია, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება.

მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

იგი „პრაიმტაიმს“ რამდენიმე თვის წინ ესაუბრა წინასწარმეტყველებაზე, რომელიც ახლა ახდა.

„წელს გარდაიცვლება რომის პაპი. ეს აუცილებლად მოხდება", - თქვა გოგა მანიამ. 

„2025 წლის 4 მარტს ვისაუბრე მის გარდაცვალებაზე და დღეს ის გარდაიცვალა!! ძალიან ვწუხვარ“,- წერს ის. 

ნახეთ, ვიდეო: