რამდენი აქვს ვარგისიანობის ვადა სახლში მომზადებულ და ნაყიდ პასკას - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

პასკა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული, ,,პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ სახლში მომზადებული პასკის შენახვა 2-3 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

,,ქარხნული წარმოების შემთხვევაში პასკის შენახვა შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, ეს იმ შემთხვევაში როცა დანამატები და კონსერვანტები აქვს. ხოლო სახლის პირობებში დამზადებული პასკის შენახვის შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში, რადგან ნოტიო გამოდის ასეთი პასკა და შიგნით ტენიანობა მაღალია“, - ამბობს ირაკლი არაბული.