მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
საწვავის გამოყენება და ზოგადად წვა არ არის სასურველი პროცესი, თუმცა მის გარეშე თანამედროვე არსებობაც წარმოუდგენელია. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ნორმების დაცვა რომლითაც ეს სფერო რეგულირდება.
ბოლო პერიოდის კვლევამ კი არასასურველი შედეგი აჩვენა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით, როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული ბენზინგასამართი სადგურებიდან აიღეს 85 ნიმუში.
უწყების ინფორმაციით, დარღვევები მხოლოდ არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებში აღმოჩნდა და ახლა უკვე მიმდინარეობს შემდგომი პროცედურები, რათა უხარისხო საწვავი არ მოხვდეს ჯერ მომხმარებლის მანქანაში, შემდეგ კი, წვის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში. ამგვარი ჰაერით კი ზიანდება ადამიანის ჯანმრთელობა, ტოქსიკოლოგები გოგირდის ჭარბი შემცველობის დიზელის გამოყენების საფრთხეზე საუბრობენ.
ჯანმრთელობის პრობლემები, რომელზეც ექიმები საუბრობენ, რისკია არა მხოლოდ მძღოლებისთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვინც ფეხით გადაადგილდება. ადამიანებსა და გარემოზე მავნე ზიანის გარდა, ამგვარი საწვავი პრობლემაა თავად ავტომობილებისთვისაც.
ბოლო წლებში, საქართველოში საწვავთან დაკავშირებული კანონი ევროპულ სტანდარტთან ჰარმონიზდა. დაინერგა "ევრო 5" და აიკრძალა კატალიზატორების, ანუ სწორ წვაზე პასუხისმგებელი ავტონაწილის მანქანებიდან ამოღება. ასევე, გამკაცრდა მონიტორინგი, რამაც ბოლო წლებში დარღვევების კლებადობის ტენდენცია აჩვენა.
მიზანი უხილავ მტერზე გამარჯვებაა, რომელიც ერთნაირად აზიანებს ჯანმრთელობას, გარემოსა და ავტომობილს.
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772392976