პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხვიჩა კვარაცხელია ცოტა ხნის წინ ბევრისთვის უცნობი იყო, თუმცა დღეს იგი “ნაპოლის” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია - ქართველი ბიჭი პატარა საქართველოდან დიდი მომავლით.
საოცარია ის სტატისტიკა, რომელსაც კვარაცხელია “ნაპოლიში” აჩვენებს: მისი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა ჩატარებულ მატჩებს აღემატება. არცაა გასაკვირი, რომ მისი სახელი ევროპის უდიდეს გუნდებს უკავშირდება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც „ნაპოლისა“ და „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი დამწყებ ფეხბურთელებს მიმართავს.
„მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია, ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს, უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასოდეს დაეცეს.
ამიტომ ბავშვებს მინდა, მივმართო – ყველაფერი გააკეთონ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა საქმეშიც, რომ გახდნენ ისეთები, როგორი ოცნებაც აქვთ. ჩემი აზრით, ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
დღეს ნაკლებად იპოვით ადამიანს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას ხსენებაზე სახე არ გაუნათდეს. ეს არის ბიჭი, რომელიც კვირაში ერთხელ ქართველებს საათნახევრის მანძილზე ყველა პრობლემას, ბრაზს, ტკივილს და დარდს ავიწყებთ. ეს არის ბიჭი, რომელმაც ისეთ ადამიანებს აყურებინებს ფეხბურთს, ხვიჩას „ნაპოლში“ გამოჩენამდე რომ ერთხელაც არ შეუხედავს რომელიმე მატჩისთვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არსებული მონაცემებით, გასულ წლებში მხოლოდ რამდენიმე ბავშვს დაარქვეს იშვიათი სახელი. ამ იშვიათ სახელთა შორის მოხვდა "ხვიჩაც", რომელიც 2022 წლის განმავლობაში მხოლოდ 6 ბიჭს დაარქვეს.