რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მლეთა-გუდაური

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე აღდგენილია მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა. მლეთა-კობის მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია. ტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობს გუდაური-კობის მონაკვეთზე, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.