რა ვითარებაა ალავერდის მონასტერში, სადაც ქარბორბალამ ეპარქია დააზარალა

ბი

ალავერდის მონასტერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გვიანობამდე გაგრძელდა. ტერიტორია ამ ეტაპზე ნაწილობრივ უკვე გაიწმინდა. ქარბორბალას მიერ ეპარქიის შიდა და გარე პერიმეტრი მნიშვნელოვნად დაზარალდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ უამინდობა 5 წუთს გაგრძელდა, თუმცა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ტაძრის სახურავი, გუმბათი და სამეუფეო რეზიდენციის გარე ფასადი.

შემთხვევიდან მალევე ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მივიდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცვნენ.

ქარიშხალმა ზიანი მიაყენა კომპანია ბადაგონის კუთვნილ ვენახებსაც. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დილიდან ზარალს დაითვლიან და ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე სპეციალისტები იმუშავებენ.