ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
მართლმადიდებლური ონლაინჟურნალი "კარიბჭე" ნათლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ კითხვებზე პასუხობს
შეიძლება თუ არა ერთი ბავშვის ნათლია ორი და იყოს?
ორი დის მიერ ბავშვის მონათვლა დანაშაული არ არის. მთავარია, ნათლიებს გააზრებული ჰქონდეთ მათი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე და ნათლულის ქრისტიანულად აღზრდისათვის იზრუნონ.
უკავშირდება თუ არა ნათლობისა და ჯვრისწერის სანთლების დიდხანს შენახვა საეკლესიო წესს. რა ვუყოთ მათ?
ასეთი სანთლების შენახვა საეკლესიო წესს არ უკავშირდება. ეს მხოლოდ ლამაზი ტრადიციაა. ამ სანთლებს ნათლობისა და ჯვრისწერის დღესასწაულის მოსაგონებლად ინახავენ და ცდილობენ, ასეთივე ლამაზ დღეებში აანთონ. მაგალითად, როცა ბავშვი დაიბადება, ან "ვერცხლისა" და "ოქროს" ქორწილს აღნიშნავენ… თქვენც შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, ან სულაც მაშინ აანთოთ, როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ
სასულიერო პირებმა მდინარეში უჩემოდ მონათლეს ბავშვი, რომლის ნათლიაც მე უნდა ვყოფილიყავი. ბუნებრივია, ბავშვისათვის ჯვარი არ მიჩუქებია. ვითვლები თუ არა ნათლიად?
თუ ნათლობისას, მღვდელმა ბავშვის მშობლების სურვილით, კვერექსის წარმოთქმისას (ლოცვა ნათლობისას) მოგიხსენიათ, ნათლიად ითვლებით.
ჩემს შვილს და დედაჩემის ნათლულის შვილს ერთმანეთი შეუყვარდათ. მათ ამ ნათლობის შესახებ არაფერი იცოდნენ. შეიძლება თუ არა ასეთი ქორწინება?
მართლმადიდებლური წესით, ასეთი ქორწინება აკრძალულია, რადგან ნათლობით ნათესაობა გადადის ნათლიისა და ნათლულის პირდაპირ შტოზე. თქვენი შვილი და დედათქვენის ნათლულის შვილი სწორედ ამ შტოების გაგრძელებას წარმოადგენენ. ურჩიეთ, მივიდნენ მოძღვართან, რომელიც რჩევითა და ლოცვა-ვედრებით დაეხმარება მათ.