რა წერილი დაუწერა წალენჯიხაში ტრაგიკულად დაღუპულ პედაგოგს მოსწავლემ

მასწავლებელი

წალენჯიხაში, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ საბა ხარჩილავამ, ამავე სკოლის ტრაგიკულად დაღუპულ

პედაგოგს მაია ფიფიას წერილი დაუწერა, სადაც ვკითხულობთ.

„მაია მასწავლებელო! მენატრები, ვეცდები ისე ვისწავლო,როგორც თქვენ გაგიხარდებათ.მიყვარხარ",-საბა ხარჩილავა.

„ვინც იცნობდა ან ერთხელ მაინც ჰქონია შეხება მასთან ყველამ იცის რამდენად კარგი ადამიანი იყო!

ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მოკლე დროში შეძლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი გამხდარიყო ჩემთვის.

გაცნობის დღიდან მხარს მიჭერდა ყველაფერში, იმედი ჰქონდა და მოტივაციას მაძლევდა ვყოფილიყავი უკეთესი.

ჩემი თითოეული წარმატება ძალიან ახარებდა,

ბევრს ვსაუბრობდით და კიდევ ბევრი მქონდა მოსაყოლი...

სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, უბრალოდ ძალიან მენანება.

მადლობა ყველაფრისთვის!

მუდამ მემახსოვრები და ძალიან მიყვარხარ!.

მაია ჩვენო სიამაყევ,შენ მუდამ იქნები მაგალითი

კეთილშობილების,საუკეთესო თვისებების ,რომელიც ყველასგან გამოგარჩევდა...შენი პირველკლასელები ჩვენთან ერთად ტირიან.. მათზე როგორც საკუთარ შვილებზე ისე ზრუნავდი,ეფერებოდი,ასწავლიდი.. შენ დაიწყე მათი ლამაზი ,,პეპეს ზღაპარი" რომელის ერთ-ერთი კეთილი გმირი მარადისობას შეუერთდი... გვიყვარხარ ჩვენო ლამაზო მაია მასწავლებელო",- წერენ პედაგოგის ახლობლები სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის,17 იანვარს წალენჯიხაში, შვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ დედა, 53 წლის ქალი იმსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.