4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
"Nestle-ს" წარმოების ბავშვთა კვების რამდენიმე სახეობის პროდუქტი გაყიდვიდან მას შემდეგ ამოიღეს, რაც ავსტრიაში ჩატარებულმა კვლევამ ტოქსიკური ნივთიერების არსებობა დაადასტურა. დედის რძის შემცვლელი პოპულარული საკვები რეალიზაციიდან მოიხსნა ქართულ სააფთიაქო ქსელებშიც.
ბაზრიდან ჩვილების საკვების ამოღების გადაწყვეტილება "Nestle ჯგუფმა" არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში მიიღო, სადაც კონკრეტული პარტია შევიდა. მათ შორისაა ევროკავშირის არაერთი ქვეყანა.
პედიატრები ამბობენ, რომ "ცერეულიდის" სახელით ცნობილი ტოქსინის ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება, დიარეა და ზოგადი სისუსტე. სიმპტომები, ძირითადად, ვირუსული ინფექციის მსგავსია, თუმცა Nestle-ს პროდუქტში აღმოჩენილი ტოქსიკური ნივთიერების ოდენობა პანიკის საფუძველს არ იძლევა. ამ დრომდე, კლინიკებში ტოქსიკური ნივთიერებით მოწამვლის ნიშნებით არცერთი ბავშვი არ შეუყვანიათ.
ტოქსიკოლოგების განმარტებით, "ცერეულიდით" დაბინძურებული საკვების ორგანიზმში მოხვედრა მაღალ რისკთან არ არის დაკავშირებული. როგორც წესი, სიმპტომები ვლინდება 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში და სრულად ქრება 24 საათის განმავლობაში.
"Nestle ჯგუფმა" არსებული რისკის შესახებ ყველა შესაბამის ქვეყანასა და პარტნიორ კომპანიებს პირადად აცნობა.
"Nestle-ს" წარმოების ის პარტია, რომელშიც ტოქსიკური ნივთიერება აღმოაჩნდა, ქართულ სააფთიაქო ქსელებიდან უკვე ამოღებულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ საფრთხე მინიმალურია, მაშინაც კი, თუ ბავშვმა ტოქსინით დაბინძურებული პროდუქტი უკვე მიიღო.