გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, იმავე - "შილაკის" საფრთხეების შესახებ, ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია. პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.
ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაკის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით, ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება.
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ ულტრაიისფერი ნათება იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, როგორიც არის ელენთა, ღვიძლი...
დერმატოლოგი ხაზგასმით განმარტავს, რომ შილაკის გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემს, და მეტიც ამბობს, რომ საშრობი აპარატი, რომელსაც პროცედურისთვის იყენებენ, ასხივებს A ტიპის UV ნათებას, რომლის სხივების უკურეაქცია 9-ჯერ აღემატება ბუნებრივი მზის ულტრაიისფერ ნათებას.
"ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, რაც განგაშია, თუმცა ეს დიდი ხანია ცნობილია. გელ-ლაქი, იგივე შილაკი როდესაც კეთდება, მისი გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ეს ულტრაიისფერი სხივები ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ სოლარიუმის UV ნათებასთან - ერთი და იგივეა. ზუსტად ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება და არ არის რეკომენდებული, იგივე შეიძლება ითქვას შილაკთან დაკავშირებით.
თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება - პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.
ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას, ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში - ეს არის მეორე საკითხი.
ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნეს გაიგივებული სოლარიუმთან. სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,"- აცხადებს ზაზა თელია.