„ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა...“ - ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი დაშორდნენ
1785431447
პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" წერია.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება პირს, რომელიც პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტია.
გადავადება მოქმედებს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.
თუმცა, ამ შეღავათით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს მანამდე სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით არ უსარგებლიაუმაღლეს სასწავლებელში სწავლის ან რეზიდენტურის საფუძველზე.
ეს ნიშნავს, რომ თუ პირმა უკვე მიიღო გადავადება უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის ან რეზიდენტურის გამო, პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვა მას ამავე საფუძვლით კიდევ ერთხელ გადავადების უფლებას აღარ მისცემს.
ხოლო, თუ ახლა პირველად ითხოვს სამხედრო სამსახურის გადავადებას, შეძლებს სარგებლობას.