რა საშუალებები შეგვიძლია გამოვიყენოთ მარწყვის უსაფრთხოდ გასუფთავებისთვის - ირაკლი არაბული გვირჩევს

არაბული - მარწყვი

როგორ გავრეცხოთ მარწყვი სწორად? - ირაკლი არაბული გვირჩევს.

- მარწყვი, ზოგადად, ცოტა სათუთი პროდუქტია, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, რადგან ფაქიზი სტრუქტურა გააჩნია, ამიტომ სოდით მისი გარეცხვა არ შეიძლება. სოდა ტუტე ხსნარია და მარწყვის სტრუქტურას აზიანებს. პირველ რიგში, როდესაც სახლში მოვიტანთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში გამდინარე ცივ წყალში უნდა გავრეცხოთ და თუ სახლში, მაგალითად, ლიმონმჟავა, ძმარმჟავა ან მარილწყალხსნარი გვაქვს, შეგვიძლია გავაკეთოთ და ამ მარწყვს გადავავლოთ, ან მასში დაახლოებით ორი წუთით გავაჩეროთ. თუმცა სპეციალიზებული სადეზინფექციო ხსნარებიც არსებობს და შეგვიძლია იმაშიც გავრეცხოთ.

მაგალითად - ერთი კოვზი ძმარი ერთ ლიტრ წყალში შეგვიძლია განვაზავოთ და მარწყვი ამაში გავავლოთ და გავრეცხოთ.

მარწყვსმიწასთან აქვს შეხება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება, სხვადასხვა პათოგენით იყოს დაბინძურებული და, ამიტომ, მისი სრულყოფილი გარეცხვა ძალიან მნიშვნელოვანია.