ექსკლუზივი: "დილით, გაღვიძება მიხარია..." - ნინი ქარსელაძის პირად ცხოვრებაში სიახლეა
1764273120
რა რისკებს შეიცავს მშენებარე ბინის შეძენა, რა უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში და როდის უნდა მივხვდეთ, რომ მშენებელი კომპანია შესაძლოა, გვატყუებს - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" იურისტი, სამშენებლო სამართლის ექსპერტი, ოთარ ნარჩემაშვილი საუბრობს:
როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, კონკრეტული ხელშეკრულების ან ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია. ხშირია შემთხვევები, როდესაც უძრავი ქონების შეძენა ე.წ. შიდა განვადებით ხდება. ასეთ დროს, ბუნებრივია, მესაკუთრეებად ვერ დავრეგისტრირდებით იმიტომ, რომ თანხა სრულად არ გვაქვს დაფარული. თუმცა, თუ ჩვენ, როგორც მომავალი მესაკუთრეები არ დავრეგისტრირდებით საჯარო რეესტრში, ეს მნიშვნელოვან საფრთხეებს გვიქმნის. პრაქტიკამ აჩვენა ის, რომ ასეთ შემთხვევაში, არაკეთილსინდისიერ მშენებელს შეუძლოა, თქვენი ქონება, რომელზეც საჯარო რეესტრში მომავალ მესაკუთრედ არ დაგარეგისტრირათ, თავისუფლად გადაყიდოს სხვა პირზე და თქვენ ,,ჰაერში“ აღმოჩნდეთ. მეტიც, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, 10-ჯერ გადაყიდული ბინა, მეთერთმეტედ მართლა გააფორმოს კონკრეტული პიროვნების სახელზე საჯარო რეესტრში და აღმოჩნდება, რომ 10 ადამიანი დაზარალებულია, მე-11 ადამიანზე კი ქონება ოფიციალურად, იურიდიულადაა რეგისტრირებული.
პრაქტიკაში ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც კვადრატულობა არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, რეგისტრირებული იყო 150 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი და რომ აიზომა, 120 კვადრატული მეტრი აღმოჩნდა. შესაბამისად, ბუნებრივია, მშენებელს გასწორება უნდა მოვთხოვოთ იმიტომ, რომ თანხა 120 კვადრატის და არა 150 კვადრატის შემთხვევაში გადავიხადოთ.