მეცნიერების თქმით, 2026-2027 წლების ამინდის პროგნოზი თავდაყირა დგება - რა ვიცით ელ-ნინიოს შესახებ
1780152176
თბილისში, ფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაკარაშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 19 აპრილს იპოვეს.
მრევლის ინფორმაციით, ბერის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსიდან უკვე გადაასვენეს და ამ დროისთვის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია დასვენებული. ცხედრის გადასვენების პროცესს ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. შეკრებილი მოქალაქეები ბერის ცხედართან მიახლოებას ითხოვდნენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბერი ნიკოლოზ მაკარაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. მისი მიმდევრები ხშირად იკრიბებოდნენ საცხოვრებელთან და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბერისგან კურთხევის მისაღებად სადარბაზოში დღის განმავლობაში ელოდებოდნენ.