ზოდიაქოს ოთხი ნიშანი ხვალ ბედისგან მოულოდნელ საჩუქრებს მიიღებს
1726414731
ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახები ახალშობილს წინაპრების სახელებს არქმევენ. ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში განმარტავს, რამდენად სასურველია ეს და როგორ შევურჩიოთ ახალ სიცოცხლეს სახელი სწორად.
„ვის სახელს ვატარებთ, გარკვეულწილად, იმ ადამიანის კარმას, მის თვისებებს გვინდა, არ გვინდა ვიღებთ. შეიძლება, მის სირთულეებსაც ვატარებდეთ. ძალიან ხშირია, როცა წინაპრის-გარდაცვლილის გარკვეული თვისებები მეორდება შთამომავალში. ყველაფერი თავის თავს იმეორებს - სახელით, გენეტიკით, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია, კი არ ეწინააღმდეგება, ავსებს. რატომ არ აიღო სხვა ადამიანის და რატომ აიღო, მაინცდამაინც მისი გენეტიკა?!
სხვათა შორის, თუ წინაპარი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სწორედ გარდაცვალების მომენტებს ემთხვევა კრიზისები იმ სახელის მატარებლის ცხოვრებაში. შთამომავალი იმ პერიოდში ოჯახდება ხოლმე... რაღაცები მეორდება ხოლმე.
წინაპრის სახელის შერჩევისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ, ამ ადამიანების მიღწევები, რაში იყო წარმატებული, რას ატარებდა გარდა სახელისა. ეს ყველაფერი შთამომავალზეც გადადის,“ - განმარტა ნუმეროლოგმა.