1765480415
„რა გადაიტანეს, ვერ ავხსნი... ბავშვი ხელში ეჭირა ჩემს შვილს“ - რას წერს მოქალაქე რაჭიდან
ბოლო მონაცემებით, სტიქიას შოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ დრომდე, ვერ ხერხდება 35 ადამიანთან კონტაქტი. მათ სამძებრო სამუშაოებში მაშველები არიან ჩართულნი.
მოქალაქე რაჭიდან წერს, რომ მისი ოჯახის წევრი სამმა წევრმა სტიქიას თავი უვნებლად დააღწია.
„შვილი, 4 წლის შვილიშვილი და რძალი დამიბრუნა ღმერთმა. იმ კოტეჯებში ცხოვრობდნენ, გარეთ იყვნენ როცა მთა წამოვიდა, ბავშვი ხელში ეჭირა ჩემს შვილს და რძალი წინიდან აწვებოდა, რომ არ წაქცეულიყვნენ, მერე ვერ მოერივნენ დარტყმას და წააქცია მეწყერმა, ძლივს ეჭირა ცოლ-შვილი, რომ მეწყერს არ წაეღო.
მერე ბეჭებზე შეისვა შვილი და ოთხზე ხოხვით გამოყვანა, შიგ მეწყერში იდგნენ, ვერსად მიდიოდნენ, ტყის შემოვლით რაჭველი ბიჭები მისულან, გაუდიათ ფიცარი და ისე გამოუყვანიათ. ღმერთმა დალოცოს ყველა, რა გადაიტანეს ვერ ავხსნი...“, - წერს მოქალაქე
ასევე დაგაინტერესებთ:











