რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა

ლარი

საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:

1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;

2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;

3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჯერ კიდევ მაქვს ძალა..." - 82 წლის ქართველი, რომელიც 30 წელი საბერძნეთში მომვლელად მუშაობდა, სამშობლოში დაბრუნდა

ავარიაში, 4 წლის შვილი დაეღუპათ... - მამას, რომელიც 50 - დღიანი კომიდან გამოვიდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

Exclusive: ვის დარჩა როენა ხუცურაულის ქონება, „მამიდას“ გარდაცვალების შემდეგ