ავარიაში, 4 წლის შვილი დაეღუპათ... - მამას, რომელიც 50 - დღიანი კომიდან გამოვიდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოჯახი

ლაშა გულუა, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ მძიმე ავარიაში მოჰყვა, კომიდან გამოვიდა. მძიმე ავარიას გულუების ოჯახის მცირეწლოვანი ვაჟი, 4 წლის გიორგი შეეწირა. 

ახლა ლაშას რეაბილიტაციისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება. 

„უიმედო მდგომარეობა გვქონდა, დაზიანებებიდან გამომდინარე, მთელი 50 დღე კომაში იყო. ახლა სარეაბილიტაციო კომპლექსური ვარჯიშები სჭირდება, რომ შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება. ატროფირებული აქვს კუნთოვანი სისტემა. ოპერაციაც სჭირდება. არ ვიცით, რამდენ თვიანი მკურნალობა დასჭირდება, ხარჯები დაახლოებით 20 000 ლართანაა დაკავშირებული. არსებობს საშიშროება, რომ შეიძლება ჩავარდეს კრუნჩხვებში, რადგან თავის ტვინთან ჰქონდა დაზიანება. ამაზეც ვშიშობთ. 

მე სახლში ვარ, ლაშა, თავისთავად, ვერ მუშაობს და არ ვიცი, როდის იქნება შრომისუნარიანი. ჩემს გარდა არავინ არ ჰყავს. მეორე ბავშვი კი გადაგვირჩა ავარიაში. აქამდე მეგობრებით, ახლობლებით და ძალიან ბევრი კეთილი ადამიანის დახმარებით მოვედით. ფიზიკურად არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, დამირეკეს შემომთავაზეს სამსახური, მაგრამ სანამ ლაშას ფეხზე არ დავაყენებ, არ მყავს არავინ, ვისთანაც დავტოვებ, ვერ ვფიქრობ ვერაფერზე“, - უთხრა თამარ წულუკიძემ „პრაიმტაიმს“.

თიბისი ბანკის ანგარიშის: #GE64TB7424645063600016
მიმღები: თამარ წულუკიძე

საქართველოს ბანკი:
#GE80BG0000000161969873
ლაშა გულუა

ასევე დაგაინტერესებთ:

„ესენი მე ვერ გამაშავებენ... ასეთი საშიში ვარ თქვენთვის?“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

VIDEO: „ბზიკო“ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია - რა ხდება „პრაიმ ჰაუსში“

VIDEO: ხმაური აშშ-ის სენატში - დემონსტრანტებმა ბლინკენს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს