რა ეღირება, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენები

geosky

2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12-ჯერ მოემსახურება.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან – ოფიციალური ვებგვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა რა ეღირება ბილეთი თბილისი-ბათუმი მიმართულებით. 

„ბილეთების ღირებულება იწყება 150 ლარიდან, თუმცა ბარგის და დამატებით ოთხფეხა მეგობრის გადაყვანის შემთხვევაში ღირებულება შეიცვლება“, - აცხადებენ კომპანიაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც წყნეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რას წერს მასზე ადგილობრივი მედია

„წლების წინ დედამ მიატოვა... მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო“ - 13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმე