პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ანი ღლონტი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს, თუ როგორია ღლონტების მამაშვილობა და როგორ შეეგუა ერთადერთი ქალიშვილის გათხოვებას მამა.
„მამაჩემისთვის არაფერი დამიმალავს ცხოვრებაში. ჩვენი სიყვარულის დაწყებიდან მალევე ვუთხარი ჩემს გრძნობებზე და ისიც ძალიან გაგებით მოეკიდა.
ჩემს ცხოვრებაში სანამ ეს სიყვარული გამოჩნდებოდა, ვაპირებდი ამერიკაში სწავლის გაგრძელებას. ერთ მშვენიერ დღესაც შევედი მამასთან და ვუთხარი, ვეღარსად წავალ, რადგან ძალიან შეყვარებული ვარ-მეთქი. მისი პასუხი კი ასეთი იყო, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, ის გამიკვირდებოდა, რა თქმა უნდა, მივესალმები შენს გადაწყვეტილებასო.
მამამ ჩემი ქმარი საკუთარი შვილივით მიიღო და ხანდახან ამბობს კიდეც, ვერ ვხვდები, რომელი უფრო მიყვარხართო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ მამას და ჩემს ქმარს ასეთი ურთიერთობა აქვთ“ - ამბობს ანი ღლონტი.