ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს

თბილისი ამინდი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირდა საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი. რაოდენობამ 959 000-ს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, რაოდენობა იყო მილიონ 315 000-მდე. შესაბამისად გაზრდილია შემოსავლებიც, რაც 826-ს მილიონს აღწევს. ეს 42,8%-ით მეტია 2019 წლის მონაცემებზე და 2,3%-ით მეტი შარშანდელთან შედარებით.