ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2024“, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი მონაწილეობდა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ RAW Wine ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
„RAW Wine Berlin-ზე ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.
მიმდინარე წელს, ბერლინის გამოფენაზე 19 ქვეყნის 150 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ისეთი მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა.
ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2024 წელს ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები RAW Wine-ის გამოფენებში ნიუ იორკში, ტოკიოში, პარიზში, კოპენჰაგენსა და ლოს ანჯელესში მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.