ქუთაისში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გზები

ქუთაისში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სპეციალური სერვისების სამსახურის უფროსის გიორგი მჟავანაძის თქმით, მონიტორინგის სამსახური, აწარმოებს ქალაქის პატრულირებას და მოცემულობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს.

„ინტენსიური ნალექის გამო ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ დილიდან გაანხლა ქალაქის მასშტაბით გზების გაწმენდის სამუშაოები.

სხვადასხვა ლოკაციებზე,სპეც ტექნიკა და თავად ცოცხალი მუშა ხელი, უწყვეტი სამუშაო ციკლის პირობებში მაქსიმალურდ ცდილობს ქუთაისში გადაადგილება იყოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. მონიტორინგის სამსახური, აწარმოებს ქალაქის პატრულირებას და მოცემულობის შესაბამისად ღებულობს გადაწყვეტილებებს.

სამუშაოები ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ისეთ ადგილებზე, რომელიც რელიეფური თვალსაზრისით შედარებით რთულად მისასვლელ მონაკვეთებს წარმოადგენენ“- აცხადებს სპეციალური სერვისების სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე.