„ხვალ 2025 წლის ბოლო მთვარის დაბნელება...“ - რისგან უნდა შეიკავოთ თავი
1757189815
ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისადა ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართა. დაჯილდოვდნენ ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედალოსნები, საპატიო სიგელის მფლობელი მონაწილეები, ასევე დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
ასტრონომიისა და ასტროფიზიისსაერთაშორისო ოლიმპიადას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მასში 250 მონაწილე მსოფლიოს 46 ქვეყნიდან ჩაერთო. დამამთავრებელი კლასების წარმატებულმა მოსწავლეებმა, სხვადასხვა სირთულის ამოცანაზე ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს. ოლიმპიადაში წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობდა.
გუნდის წევრებმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში, ხოლო 2021 წელს, ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში, ოქროს მედალი მოიპოვეს.