"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 13 საათით შეუწყდება.
„21 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ოქტომბერს, საღამოს 20:00 საათიდან, 22 ოქტომბრის დილის 9:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, აღმაშენებლის, ჭიაურელის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთლის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, გელოვანის, იასამნის, თოფურიას და მიმდებარე ქუჩებს, დიღომი 7-ის და ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს. ვაჟა-ფშაველას I, II III ,IV, V, VI, VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N1-10, ნუცუბიძის, ქავთარაძის, ყაზბეგის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ე. მინდელის და მ. ასათიანის ქუჩების ნაწილს. დელისის I, II, III ქუჩებს, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, გურიელის, ნადარეიშვილის, იოველ ჯებაშვილის მეგრელიძის, გაზაფხულის, ნადირაძის, პოკასოს, უნივერსიტეტის ქუჩა N24, თავხელიძის, გელოვანის და მიმდებარე ქუჩებს.
გლდანის რაიონში:წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხადგვერდისა და რეაქტორის ქუჩებს, ქალაქ მცხეთას, წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, სოფელ ნატახტარსა და წიწამურს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.