1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ისტორიულ, ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს და სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ცოდნის მიღებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.
„იდეათეკაში შეგვიძლია, ჩვენი საყვარელი წიგნები ვიკითხოთ, რომელთა ავტორებიც ამ სკოლაში სწავლობდნენ. მაგალითადქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი... შეგვიძლია ვუყუროთ ფილმებს - აქაურობა ჩვენი თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. ქუთაისში კულტურა და ხელოვნება განსაკუთრებით უყვართ და ეს ჩვენს სკოლაში კიდევ უფრო მეტად იგრძნობა“.
იდეათეკა არის ის სივრცე, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას კლასიკურ, ასევე თანამედროვე ლიტერატურაზე, ბიბლიოთეკაზე, რომელიც როგორც საკლასო, ასევე ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო 2000-ზე მეტი სასწავლო რესურსისგან შედგება; ამასთან, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით - სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მომავლის პროფესიებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგან.
ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გახსნილი საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
ამჟამად, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, ქვეყნის მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე ახალგაზრდას აძლევს წვდომას ხარისხიან განათლებაზე.
საქართველოს ბანკის იდეათეკების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge