პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 23 ივლისს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, აბაშიძის, რაზმაძის, ფალიაშვილის, ბადრი შოშიტაიშვილის, ბარნოვის, შატბერაშვილის, იოველ ქუთათელაძის, ქობულეთის, მცხეთის, ჯანაშვილის, კეკელიძის, თაქთაქიშვილის, შროშის, ბესიკ ბურკიაშვილის, ნაფარეულის და რაფიელ ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.