1728499899
ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად მიიჩნევა.
“ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!
იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.