“ქიმიოთერაპიის განმეორებით კურსს გულმა ვერ გაუძლო... მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა…” - გარდაცვლილ ბესიკ ბუთურიშვილის ოჯახს დახმარება ესაჭიროება

ბეკ

რა სად?როდის?" წევრი ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა.  სამწუხარო ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.

"საქართველოს ინტელექტ-კლუბი "რა? სად? როდის?" ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 48 წლის ასაკში გარდაიცვალა კლუბის ერთ-ერთი უძლიერესი და ტიტულოსანი მოთამაშე, ტელე-კლუბის 2009 წლის „ბროლის ბუს“ მფლობელი, საქართველოს 4-გზის ჩემპიონი (2002, 2003, 2011, 2015), 2000-იანი წლების საქართველოს ძლევამოსილი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე - ბესიკ ბუთურიშვილი. 

ბოლო წელიწად ნახევარი ბესო ძალზე მძიმე დიაგნოზს - მწვავე ლეიკოზს ებრძოდა. სტამბოლში გაიარა ქიმიოთერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვის პროცედურები და რემისიის პერიოდიც ჰქონდა. დეკემბრის დასაწყისში გადანერგვის კიდევ ერთი პროცედურა ჰქონდა დანიშნული და მომზადების პროცესში ქიმიოთერაპიის განმეორებით კურსს ბესოს გულმა ვერ გაუძლო...

ინტელექტ-კლუბმაც და მთელმა ქვეყანამაც დაკარგა განათლებული, ერუდირებული, კეთილი და საღად მოაზროვნე ადამიანი, ერთგული მეგობარი და ძალზე ძლიერი მოთამაშე. ბესო ყველას ძალიან დაგვაკლდება...

ბესიკ ბუთურიშვილის პანაშვიდები: პარასკევს და შაბათს (15-16 ნოემბერი), 17:00-დან.
დაკრძალვა: კვირას, 17 ნოემბერს, 14:00-ზე.
მისამართი: სარიტუალო დარბაზი, უნივერსიტეტის ქ. #6 (საბურთალოს სასაფლაოსთან). პანაშვიდებიც და გამოსვენებაც ამ მისამართზე იქნება!

ბესოს დარჩა სამი მცირეწლოვანი შვილი: 11, 8 და 3 წლის.
დახმარების თანხა (ვისაც რამდენი შეუძლია) ჯობს ჩარიცხოთ ჩემს ანგარიშზე (რათა თავიდან ავიცილოთ კლუბის ანგარიშზე თანხის გატარება და დაბეგვრა) ან მომაწოდოთ ქეშით ბიზნეს-ლიგის ან სუპერლიგის ტურებზე და ყველას სახელით გადავცემ ოჯახს:


GE40TB0692645061622337


GE38BG0000000135571400

დანიშნულება: ბესოს ოჯახის დახმარება.