ქართველი დიზაინერის ცხოვრებაში სიახლეა - მაკა კვიციანი კადრებს გვიზიარებს

მაკა კვიციანი

ცნობილი დიზაინერი, სხვადასხვა პროექტის მონაწილე მაკა კვიციანი მეოთხე შვილს ელოდება. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო ანუკი არეშიძის ბრენდის წვეულებიდან, სადაც უკვე შესამჩნევად ეტყობა მუცელი.

მაკა და ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი 22-ე წელია ქორწინებაში არიან. 2023 წელს აღნიშნეს ქორწინების 20 წლის იუბილე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს და ახლა კიდევ ერთი შვილის მშობლები გახდებიან.