ქართველ ემიგრანტს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - „შეეწირა სამსახურის გადასახდელ თანხას“

დახმარება

ქართველი ქალი, რომელიც თვეზე მეტია ნეაპოლის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, არის ძალადობის მსხვერპლი - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქ.ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მსოფლიო საზოგადოება ,,ანოლფის” ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე წერს.

„ყველა დუმს! ყველამ იცის რაც მოხდა! ... სრულიად მარტო დარჩა რამდენიმე ადამიანის ანაბარად და შვილი რომელიც პოლონეთშია სამუშაოდ! ჩამოვიდა, მაგრამ წავიდა რადგან თანხა არ ეყო აქ გასაჩერებელი...

ამაზე მეტი რა დავწერო... არც ამინ მჭირდება სტატუსზე და არც გმირის სახელი... რამ დაგადუმათ ხალხნო, არადა ყველა სამართალს ეძებთ... მაინცდამაინც თავად უნდა გაგიჭირდეთ? რომ მიხვდეთ როგორ სჭირდება თანადგომა ქალს? გახსნილია ანგარიში... რამდენი ხართ დახმარების მსურველი... ქალი შეეწირა სამსახურის გადასახდელი თანხას და იქნებ საქართველომდე ჩავიყვანოთ!...

მე ყველაფერი ვიცი ქალბატონზე, რომელიც იმყოფება რეანიმაციაში იმ მიზეზით, რომ ვინც დაასაქმა, ერთმა ჩვეულებრივმა ქალბატონმა, რომელიც თავად მუშაობს მომვლელად ავიწროებდა ფულზე, რადგან სამსახური 300 ევროდ მიყიდა, იკამათეს, ქალმა მიიღო ინსულტი! მე პირადად მოვისმინე ხმოვანი ქალბატონს რას ეუბნება პიროვნება! ესაა საშინელება... ასე აშანტაჟებდნენ თანამემამულეს და მაინტერესებს რა უფლებით? ეს არის ქართველების მოქმედება ასე ჩუმად ჩუმად რომ შეითავსეს დასაქმება და ასე მოქმედებენ! ასეთები დამალულად მოქმედებენ და მერე სხვისკენ იშვერენ ხელს!

ჩემი შეშინება და ტელეფონზე დარეკვები ვინმემ არ გაბედოს, პირდაპირ გადამისამართება სამართალდამცავ ორგანოში, ნებისმიერი! რადგან გვაქვს ფაქტი: ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით... ქალს ფაქტობრვად ცოცხალს უნდა ჩავაღწევინოთ სამშობლომდე და ... მაინტერესებს იქ, სადაც თვეში 30 ევროს იხდიდა ეს ქალბატონი და მიდიოდა ხუთშაბათს და კვირას იმ ოჯახს აქვს თურმე მისი პირადი ნივთები, რომელიც მისმა იტალიურმა ოჯახმა გადასცა. იტალიელს ეფერებით და მალავთ ამ სიტუაციას რადგან ქალი მომაკვდავია? გრცხვენოდეთ და გაითვალისწინეთ ამ ქალბატონს დღეიდან მისი ადვოკატი ჰყავს და არც მე დავიხევ უკან... უნდა დაიწეროს აქ ქართველი ქართველს როგორ ექცევა და მერე დადუმდება წმინდა საემიგრაციოს ნაწილი!“ - წერს ფიქრია კუჭუხიძე.

თანხის ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან:

BAGAGE22 Swift #GE69BG0000000557422290BAGAGE22

ტ/ნ +39 3311146332

საქ.ბანკი – #GE69BG0000000557422290

ტ/ნ 574219651