ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია

 ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზა

 შეზღუდვები გზებზე - რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზეც.