1772138153
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები მარტის დასაწყისში აბუ-დაბიში გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მარტის დასაწყისში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართება.
მისი თქმით, მან ამის შესახებ უკვე გამართა მოლაპარაკებები უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან, უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარესთან, დავით არახამიასთან და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა მხარე მზად არის მომდევნო რაუნდის ჩასატარებლად.
„საჭიროა ყველაფრის, რის მიღწევაც შევძელით, ფინალიზება უსაფრთხოების რეალური გარანტიებისთვის და ლიდერების დონეზე შეხვედრის ჩასატარებლად. ამ ფორმატმა, შესაძლოა, ბევრი რამ გადაჭრას“, - თქვა ზელენსკიმ.











