პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელი ამბავი ვრცელდება. როგორც ახალგაზრდა ქალი წერს, მან ქორწინების გადასარჩენად ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ ცენტრს მიმართა. მოგვიანებით კი, თერაპიები ქმართან ერთად დაიწყო.
როგორც ქალი წერს, წყვილი როგორც ჯგუფურ, ასევე, ინდივიდუალურ თერაპიებს ესწრებოდა. თერაპიებიდან რამდენიმე თვეში კი, აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ფსიქოლოგი მისი ქმრისგან დაორსულდა.
შოკის მომგვრელი ამბის გაგების შემდეგ ის და მისი მეუღლე განქორწინდნენ, ფსიქოლოგი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ქალმა ამ ყველაფრის გასაჯაროება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა აღმოაჩინა, რომ ფსიქოლოგი, რომელმაც გადარჩენის ნაცვლად, მისი ოჯახის დანგრევა დააჩქარა, პროფესიულ საქმიანობას ისევ აგრძელებს.
ახლა ახალგაზრდა ქალის ინტერესებს ერთ-ერთი იურიდიული ფირმა იცავს.
,,ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ არაეთიკურ და არაპროფესიონალ ადამიანებს აღარ მიეცეთ საშუალება, მათ მიმართ რიგითი ადამიანების ნდობა ბოროტად გამოიყენონ.", - წერს ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში.