დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი, ეკატერინე ახვლედიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველოდან თურქეთში, სტიქიის ზონაში, დახმარების გაგზავნის მსურველთა ნაკადი არ წყდება.
,,ვარ გულაჩუყებული და ამაყი ჩემი ხალხით! გუშინ საელჩომ გააკეთა განცხადება დახმარებასთან დაკავშირებით. დღეს დილიდან ვერ აღგიწერთ რა ხდება... ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად... ერთმა ქალბატონმა ობოლ ბავშვებს შევიფარებო, შემოგვთავაზა (სხვათა შორის, მეც ვფიქრობდი ამას). მოაქვთ დახმარება ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. ერთმა 80 წელს გადაცილებულმა მოხუცმა აბრეშუმის პირიანი ძვირფასი მატყლის საბნები მოიტანა, ჩემი ცოლის შეკერილია და იქ უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენო. რამდენიმე საათში გაივსო ის ტერიტორია, რომელიც გამოვყავით დახმარების დასაწყობად. ერთი სიტყვით, ემოციისგან დილიდან ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი.
P. S. ამ ტიპის პოსტები ყოველთვის გაზვიადებული მეგონა, თურმე როგორ ვცდებოდი!", - წერს ეკატერინე ახვლედიანი სოციალურ ქსელში.