ქ. ბილბაოში ქართული ფოლკლორული კონცერტი საპატრიარქოს გუნდისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა

ბილბაო

26 მაისთან დაკავშირებით, ქ. ბილბაოში ქართული ფოლკლორული კონცერტი საპატრიარქოს გუნდისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.