პროტესტის მე-13 ღამე - აქციის მონაწილეებმა დაშლა ღამის 1 საათისთვის დაიწყეს

ჯკ

 პროტესტის მე-13 ღამე რუსთაველის გამზირზე ღამის პირველი საათისთვის დასრულდა. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ტერიტორია დატოვეს, ადგილზე დასუფთავების სამსახური გამოჩნდა. მოგვიანებით აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

წინა რამდენიმე ღამის მსგავსად, პროტესტი რუსთაველის გამზირზე ამჯერადაც მშვიდობიანი იყო. სამართალდამცველებს სპეციალური ღონისძიებები არ გამოუყენებიათ, თუმცა აქციის დასრულების შემდეგ სამართალდამცავებმა ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ სამი პირი დააკავა.

რუსთაველის გამზირზე შეკრება დემონსტრანტებმა ტრადიციულად საღამოს 7 საათისთვის დაიწყეს.

ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციები უკვე თითქმის ორი კვირაა ყოველღამე ტარდება. მოთხოვნებს შორისაა დემონსტრანტებსა და მედიაზე თავდამსხმელების დასჯა და აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლება.