ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან მიმდინარე აქციის პარალელურად, შეხვედრა გაიმართა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში.
აქციის მონაწილეთა ნაწილი არხის მენეჯმენტს შეხვდა. მოქალაქეები გადაცემების შეჩერებას აპროტესტებდნენ.
მაუწყებელმა შეაჩერა ყველა გადაცემა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის დირექტორმა ლადო ტატიშვილმა განაცხადა, რომ დროებით დახურული გადაცემები საეთერო ბადეში დაბრუნდება, თუმცა, როდის, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ოთხშაბათს გამოაცხადებს.
კითხვაზე, რატომ დახურა გადაცემები, ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გააცნეს, რასაც ხმაური მოჰყვა. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872