პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროკავშირის მხრიდან პროექტში ჩართული ექსპერტი კენეტ რაიტი მონაწილეობდნენ.
გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ექსპერტს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს პროკურატურის როლი და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრეს და საქართველოში მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმებსა და კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს.