პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, კუს ტბის საბაგირო გზა 23 ოქტომბერს 18:00 საათზე დაიხურება

კუს ტბის საბაგირო

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს 22:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მიღებაზე 18:00 საათზე დაიკეტება.

24 ოქტომბრიდან საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას 10:00-დან 22:00 საათამდე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.