„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს ბრალდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვის დროს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა.
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოწმის სტატუსით გამოიკითხა.
"ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იქნა გამოკითხული. შესაბამისად, მან გააკეთა განმარტებები იმ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწეოდა იმ პერიოდში, როდესაც იყო კერძო სექტორში, პირველი პრემიერობის შემდეგ. ასევე, იმ პერიოდთან მიმართებაში ჰქონდა გამოძიებას კითხვები, რომელიც უკავშირდება მისი პოლიტიკაში დაბრუნების პერიოდსა და მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნას.
ვფიქრობთ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც გამოძიებას ჰქონდა, ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები იქნა გაცემული. მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან ამ თვალსაზრისით, ცალსახაა და ნათელი. არ გამოვრიცხავ, საჭიროების შემთხვევაში, ბატონმა ირაკლი თავად გააკეთოს შესაბამისი განმარტებები საზოგადოების წინაშე," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.