1756282010
პროფესიული უნარების სააგენტო, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

პროფესიული უნარების სააგენტო, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს - ,,პროფესიულ განათლებაში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავება და განხორციელება".
კონკურსის მიზანია პროფესიულ დაწესებულებებში არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს საკვანძო კომპეტენციების განვითარებას, მათ შორის, მათემატიკა და ტექნოლოგიები, ციფრული უნარები, სოციალური უნარები, სამეწარმეო უნარები, წიგნიერება, მულტილინგვისტურობა, კულტურული ცნობიერება, გამოხატვის უნარები და სხვა.
აღნიშნული კომპეტენციების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, სამოქალაქო ჩართულობას და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად ზრუნავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების გაძლიერებასა და პოპულარიზაციაზე.
დაინტერესებული პირებისთვის განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2025 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.