გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში, ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის ,,სამყარო, სამყაროს მიღმა“ პრეზენტაციაზე გაიმართა.
ბრწყინვალების ორდენი სამშობლოს, მთისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალული ქართული პოეზიის ღირსშესანიშნავ წარმომადგენელს, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისათვის, წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოეტს მისი განსაკუთრებული შემოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.