დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება - არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, - ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული სამედიცინო კონსილიუმის ექიმმა თენგიზ წულაძემ განაცხადა.
„გამოხატულია პოლინეიროპათიის და მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე. რჩება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და ანემია, რომელიც მანამდეც იყო, - ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული სამედიცინო კონსილიუმის ექიმმა თენგიზ წულაძემ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნის წარდგენის დროს, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ჩვენი დასკვნა არის, რომ გარდა მედიკამენტური მკურნალობისა უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ არის და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ, ენცეფალოპათიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ასევე ვფიქრობთ, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მისი ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენას და დამატებითი კვლევის თვალსაზრისით მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრამა უნდა იქნას ჩატარებული“, - განაცხადა წულაძემ.
მისივე თქმით, კონსილიუმის მიერ შემოთავაზებული მკურნალობა და რეაბილიტაცია შესაძლებელია, რომ საქართველოშიც ჩატარდეს.