გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ამბობს, რომ პომიდვრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება.
„პომიდვრის გემო დამოკიდებულია მის სიმწიფესა და მისი სიმწიფის პერიოდზე. მაცივარში შენახვისას დაბალი ტემპერატურა პომიდორს უშლის ხელს, რომ დამწიფდეს ბოლომდე, ამიტომ პომიდორი უნდა შევინახოთ მაცივრის გარეშე ისეთ ადგილას, სადაც პომიდორი განაგრძობს სიმწიფის პროცესს და უფრო გემრიელიც გახდება. თუ ვატყობთ, რომ პომიდორი წავიდა ზედმეტი სიმწიფისა და სიდამპლისკენ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მაცივარში შენახვა, მაგრამ პომიდორმა რომ მიიღოს უკეთესი გემო, საჭიროა ის დამწიფდეს სრულყოფილად და ამისთვის
უნდა შევინახოთ მაცივრის გარეშე, გრილ ადგილას“, – ამბობს არაბული.