„პოლონეთში მიტოვებული ქართველი ბიჭები ზოგი ყინვიდან მომყავს, ზოგს ფეხსაცმელი არ აცვია“ - ვის ეძებს პოლონეთში მცხოვრები ლაშა ხობუა

lasha khobua

პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლაშა ხობუა სულის შემძვრელ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართველი „დამსაქმებლისაგან“ გერმანიაში, ქუჩაში მიტოვებულ 21 ქართველ ახალგაზრდაზე საუბრობს:

„დამსაქმებლებო ქართველებს ნუ ატყუებთ! ვეძებ ქართველ, ბაღდათელ კაცს, ვინმე ზ.ლ.-ს, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა 21 ქართველი ახალგაზრდა ბიჭი და იქ უპატრონოდ დაყარა. რამდენიმე დღის შემდეგ, 300 ევრო გაუგზავნა უკრაინელის ხელით, ჭამეთ და საქართველოში დაბრუნდითო დაუბარა. თავიდან ბიჭებს სამუშაოებს შეჰპირდა და მერე ქუჩაში მიატოვა.

სულ გაფრთხილებთ ამ ქართველ დამსაქმებლებს, თქვე ძაღლის შვილებო, რას ერჩით ამ ახალგაზრდა თაობას საქართველოდან რომ მოგყავთ ეს ხალხი. ოქროს კოშკებს რომ უგებთ და პროცენტიან ვალებს აღებინებთ. გერმანიაში რა უნდა გააკეთოს 20-25 წლის ბიჭმა, რატომ უბიძგებთ რომ ცუდი გზით წაიყვანოს მისი ცხოვრება, როცა პატიოსანი შრომისთვისაა კაცი ჩამოსული. ტოვებთ ქუჩაში და ბიჭები იძულებულნი ხდებიან ლუკმაპურისთვის მოიპარონ და ცხოვრება გაიუბედურონ.

რაც პოლონეთში ვარ ჩამოსული, დავდევ თქვენგან გადაგდებულ ქართველებს. ზოგი ყინვიდან მომყავს, ზოგს ფეხსაცმელი არ აცვია. რას აკეთებთ თქვე არაადამიანებო. სული და გული არ გაქვთ? ყინავს გარეთ თქვე არაადამიანებო, როგორ ტოვებთ ამ ხალხს ქუჩაში.

ოთხი დღეა ეს ბიჭები და მათი ოჯახები მე მირეკავენ და ითხოვენ შველას. სად უნდა წახვიდე, სად დაიმალები, მე და ჩემი სამეგობრო გეძებთ. შენ ხარ ნაგავი და მიმიფურთხებია შენთვის, შენი საქციელის გამო.

საქართველოში ხომ დავჭამეთ ერთმანეთი, ემიგრაციაში მაინც ვცეთ ერთმანეთს პატივი. ბოღმა და ბრაზი მახრჩობს თქვენი არაადამიანურობის გამო.
ქართველებო, ყველას გაფრთხილებთ, რომ მოდიხართ ემიგრაციაში, ნუ ენდობით ოქროს კოშკებს რომ გიგებენ ყველა იმ ადამიანს. თურქეთში ვიცხოვრე წლების განმავლობაში, თურქეთში ანგელოზი ყოფილა ხალხი.

პოლონეთში ქართველების 80% ასე რომ აგაღებინათ თავზე ხელი, ასე რამ გაგაღორათ. შენი თანამემამულის ასე ღალატი როგორ შეიძლება.“ - ამბობს ლაშა ხობუა.