პოლიციამ ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

აქცია

პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო.

ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.

ამავე დროს, პოლიციის თანამშრომლები დემონსტრანტებს აკავებენ, რა დროსაც აქციის სხვა მონაწილეები მათ წინააღმდეგობას უწევენ და ბოთლებს ესვრიან.